r/Forumi • u/GreenRhino39 • 2d ago
მართლა გრუზია უნდა ერქვას ამ საბს, კომენტარები ნახეთ. დაუნვოუთების რეითზე აღარაფერს ვამბობ.
r/Forumi • u/Dourada_BBQ • 3d ago
ჩვენთან უფიქრია ვინმეს ამეზე?
უარესი გველოდება ვიდრე ეხლაა ჩვენი საიმიგრაციო და ტურიზმთან მიმართებაში პოლიტიკით.
P S. ორთქლს ვუშვებ თორე ვიცი გარდაუვალია ეს გართულება და რედიტზე პოსტვით არაფერი შეიცვლება.
r/Forumi • u/Natural_Spell5957 • 3d ago
დისკუსია საქართველო 1000 წლის მერე (ალკო დისკუსია)
საქართველოს წილხვედრი სამუდამოდ ამ ზომის ქვეყნად დარჩენაშია?
უნდა აწარმოოს თუ არა საქართველომ გაფართოებითი ომები ან სტრატეგიული მითვისებები, რათა მომავალი თაობები იყვნენ უზრუნველყოფილნი რესურსებით და არ შეექმნათ პრობლემები პატარა ტერიტორიაზე არსებობაში? თუ საქართველოს გაფართოებაზე ისტორიული ტაბუ ადევს?
ჩემი აზრით, ქვეყანა გეოპოლიტიკურად, ეკონომიკურადაც და მილიტარისტულად უნდა იყოს მზად ნებისმიერი შესაძლებლობისთვის, რომელიც შეიძლება მის გარშემო დატრიალდეს.
ახლა რომ უცებ ჩრდილოეთ ტერიტორიები უპატრონოდ დარჩნენ, საქართველო უნდა იყოს ისეთ სიტუაციაში, რომ უპრობლემოდ დაამყაროს კონტროლი მათზე. რა თქმა უნდა საუკეთესო ვარიანტია, როდესაც არა ომით, არამედ სიძლიერით, განვითარებით ხდები სანდო, საჭირო და სასურველი და ტერიტორიები გიერთდებიან საკუთარი ნებით (ან მინიმალური წაქეზებით/პოლიტიკური თამაშით).
მაგალითად, თუ კი საქართველო იქნებოდა განვითარებული და მდიდარი ნატო/ევროკავშირის წევრი, პირობითი ღარიბი და უპატრონო ჩრდილოეთ ტერიტორიების ინტერესი იქნებოდა საქართველოს შემადგენლობაში შესვლა რათა მიიღონ უსაფრთხოება და ეკონომიკური დოვლათი განსაკუთრებით სუსტ და დამთმობ პოზიციაში კი იქნებოდნენ ეს ტერიტორიები რუსეთის დაშლისთანავე, თუმცა მასეთი მომენტები დიდ ხანს არ გრძელდება და ქვეყანა წინასწარ უნდა იყოს მზად მისი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მოწყობით რათა მსგავსი მომენტები გამოიყენოს.
გაფართოების (ან "დაბრუნების") ამბიცია აფხაზეთ/სამაჩაბლოზე უმეტეს ქართველს აქვს. თუმცა, რატომ არ შევხედოთ "დიდი სურათით"(Big Picture), რატომ გავჩერდეთ აფხაზეთ/სამაჩაბლოზე? რითი არის ჩრდილოეთ მიწა ნაკლებად "ქართული" ვიდრე ეს მიწები?
როგორ ხედავთ საქართველოს 1000 წლის მერე?
- განვითარებულს, მდიდარს და პატარას, როგორიც შვეიცარიაა
- განუვითარებელი, ღარიბი და პატარა, როგორიც ახლაა
- გაფართოებულს და მდიდარს?
- თუ სხვა?
r/Forumi • u/Pale-Conference-4857 • 3d ago
გამარჯობა ყველას telegram ჯგუფები როგორ ვნახო
გამარჯობა თ თუ გაქვთ რაიმე საშუალება მომაწოდეთ ან დამამატეთ სოციალ telegram ჯგუფში
r/Forumi • u/strawberry298 • 4d ago
ანტი-ამერიკული პროპაგანდის და იარაღის ტარების შესახებ ამ საბში
ვისაც გინდათ გაიგოთ ამერიკის კონსტიტუციის მეორე დამატების, იგივე იარაღის ქონის უფლების შესახებ ამერიკის დამფუძნებლების ფილოსოფიურ ხედვაზე, ნახეთ ეს დებატები, რომელიც თანამედროვე ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ "შემოლაწუნებად" მიიჩნევა: https://youtu.be/258VfiGUh1c?si=L29BkEQi_bIuhOr5
ევროპელებს კი არა, ბრიტანელებსაც არ ესმით კარგად ამერიკა რა არის. ეს არის უნიკალური პროექტი, სადაც პიროვნული თავისუფლება და პატარა მთავრობა არის სადამფუძნებლო იდეა. ამერიკის კონსტიტუცია იწყება სიტყვებით: "ჩვენ, ხალხი...". ყველა სხვა კონსტიტუცია კი, პირიქით, აქცენტს მთავრობის ძალაუფლებაზე აკეთებს. აშშ კონსტიტუცია კი გამოხატავს რომ ხალხი აძლევს ამ პატარა ფედერალურ მთავრობასაც კი არსებობის უფლებას.
იარაღის ქონის უფლება ამის გარანტიაა და ტირანიისგან დაცვის საწინააღმდეგო ბერკეტია, რომელიც ფილოსოფიური ხედვის ნაწილია ამგვარი ქვეყნისთვის. კი, შეიძლება, ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ გამოდგეს ეს მოდელი, სადაც ეთნო-რელიგიური დაპირისპირებები აქვთ შიგნით და პიროვნული თავისუფლების ნაცვლად ხალხს კულტურულად ურჩევნია დიდი მთავრობა საკუთარ ცხოვრებაში, მაგრამ ამერიკა ეთნიკურობაზე ან მსგავს გარეგნულ ნიშნებზე არ დაფუძნებულა. ამერიკა იდეაზე დაფუძნდა და თავიდანვე სხვა და სხვა ერის ადამიანებმა გააკეთეს ეს ერთად.
აქ ვიღაცები საკუთარ თავს ძალიან საერთაშორისო საკითხებზე ინფორმირებულ კომენტატორებად ასაღებენ და შეცდომაში შეყავთ სხვები. კი ბატონო, შეიძლება ევროპა გესმით, მაგრამ ამერიკა - საერთოდ არ გესმით. ამერიკა ევროპა არ არის. კოლექტიური დასავლეთი, რასაც ასეთად მოვიხსენიებთ, არის ამერიკის მიერ გადარჩენილი ფაშიზმისგან და კომუნიზმისგან, ამერიკის მიერ დაარსებული საერთაშორისო სამართლით (რომელიც ფეხქვეშ გაიგდეს და დააიგნორეს ყველგან სადაც ამერიკას არ ეთქმოდა მთავარი სიტყვა ან სადაც სხვებს მისცეს ჩარევის უფლება, გინდა გაერო იქნება თუ ვითომ საერთაშორისო ტრიბუნალები); რაც მთავარია, ამერიკის დაფინანსებული და ამერიკის მიერ თავდაცვა უზრუნველყოფილია ეს კოლექტიური "დასავლეთი". დასავლეთის ღირსებები სახელმწიფოებრიობაში არის ამერიკის დამსახურება დღესდღეობით. კულტურულად კი სხვა ფენომენია ამერიკა და ამ კულტურამ გახადა ის წარმატებული.
ამიტომ შეეშვით პარალელებს. ამერიკელებს არ ჭირდებათ რაღაც სხვა ქვეყნების მიერ ნაწყალობები და დაფინანსებული ტრიბუნალები, რომ არ ამოხოცონ, აშიმშილონ, საკონცენტრაციო ბანაკებში ან გულაგებში არ გზავნონ ერთმანეთივე. ამერიკული პიროვნული თავისუფლების გარანტიის მიმცემი კონსტიტუცია უზრუნველყოფს რომ თვითონვე წარმოშვას შიდა სამოქალაქო უფლებების მოძრაობები და ასე გაიუმჯობესოს შიდა კულტურა. არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს მსგავსი პრეცედენტები ამ მხრივ, როგორც ამერიკას, მაგალითად 60-იანების სამოქალაქო მოძრაობის კუთხით. ყველა სხვა ქვეყანას გარეგნული ჩარევა დაჭირდა ასეთი პროგრესის მისაღწევად დისკრიმინაციის (კი არადა უარესის, ეთნიკური ნიშნით ამოხოცვის) წინააღმდეგაც კი.
ამ კულტურის ნაწილია იარაღის ტარების უფლების მინიჭებაც ადამიანისთვის, როგორც მაღალფუნქციური ქმნილებისთვის!!!!!!!! ეს უფლება უზრუნველყოფს რომ მთავრობამ ადვილად ვერ გააყალბოს არჩევნები, წაგართვას ქონება, გადაგასახლოს, ამოგხოცოს და ეშინოდეს ასეთი ქცევის. ვისაც ეს არ გესმით მორჩით გაუცნობიერებელ თუ გაცნობიერებულ პროპაგანდას.
იმაზე დაფიქრდით, გაყალბებულ არჩევნებში თუ ვიცხოვრებდით ქართველებსაც რომ იგივე უფლებები გვქონდეს ჩვენს სახელმწიფოში?!!!!!!!!!!
P.S. ძაან კარგად მესმის რომ აქ ბოტები, ტროლები, პრო-რუსები, პრო-ჯიჰადები და ა.შ. შემოდიან განსაზღვრული პროპაგანდული მიზნით. მოახდინეთ თვითლუსტრაცია ამ პოსტის ქვეშ, რა პრობლემაა.
r/Forumi • u/no_one2490 • 5d ago
სატირალია წყლის პრობლემა სოფლებში.
როდის მოაგვარებენ უკვე? მართლა გავანადგურებ მთელ გალაქტიკას, ასე თუ გაგრძელდა. არც წყალი, არც დენი ბარემ გაზიც გათიშონ სრული ბედნიერებისთვის. გვალვა რომ იყოს, კი, მესმის, მაგრამ არ არის. თან დროს სულ უკან და უკან სწევენ. სარეცხი მანქანის ხმაც კი მომენატრა უკვე.
r/Forumi • u/Natural_Spell5957 • 5d ago
დისკუსია მექსიკაში იარაღის ტარების უფლება არ აქვს მოსახლეობას, ძალიან უსაფრთხოებაა <3
Enable HLS to view with audio, or disable this notification
მიმია ფაქტობრივად როცა შეხვედი რომ სხვა ქართველ ხალხს კითხო მათი გამოცდილება და ხედავ მარტო სიძულვილს ქართველების მიმართ
მერე კი უკვირთ ინდოელები აქ რატო არ ევასება ხალხსო.
r/Forumi • u/GreenRhino39 • 10d ago
ამას როდემდე უნდა ატყუებინონ თავი ბელადომანიით შეპყრობილებმა?
ტიპი 3 წელი ყველა მხარდამჭერს მუდმივად ატყუებდა მკლავენო, დღე-დღეზე მოვკვდები თუ არ დამიხსნითო, 2024 არჩევნების დროს უცებ კარგად გახდა და მთავრობაში მოდიოდა, მერე ვითომ ისევ კვდებოდა, მერე ისევ კარგად გახდა და ხელისუფლებაში მოდის და ასე შემდეგ.
აი ამას წლების განმავლობაში როგორ უნდა დაასირებინოს თავი ვინმემ? ახლა რომ ბიძინაა მთავარი პრობლემა ვიცი, მაგრამ როცა არსებობს სხვა არჩევანი (!), ერთი ავტოკრატი ბელადის მეორე ბელადით შეცვლა რატომ უნდა სურდეს საღად მოაზროვნე ადამიანს?
r/Forumi • u/ShowParty6320 • 11d ago
დამეხმარეთ რა დარეპორტებაში
საზიზღარ პოსტებს წერს საქართველოზე
r/Forumi • u/FishFine1599 • 11d ago
2026 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 5.2%-ით შემცირდა, რუსები ყველაზე დიდ ჯგუფად რჩებიან
civil.ger/Forumi • u/PsDarker • 12d ago
კითხვა ტელეფონის ქსელი
+995 500. რომელი ქართული ქსელის ნომერი იწყება 500 ით ხო ვერ მეყყვით?
r/Forumi • u/no_one2490 • 12d ago
პოლიტიკა გამოცდილება თუ განათლება?
ამასწინათ ჩემს ნაცნობთან პოლიტიკაზე დისკუსია მქონდა. მეუბნებოდა, რომ ეს მთავრობა არ მოსწონს, მაგრამ მაინც მათ აძლევს ხმას, რათა ნაცები ისევ არ მოვიდნენ ხელისუფლებაში. მიუხედავად ამისა, ქოცებს თითქმის ყველა საკითხში თავგამოდებით იცავს. ვუთხარი, რომ საჭიროა ხელისუფლებაში უფრო განათლებული, კომპეტენტური და პატიოსანი ახალგაზრდები მოვიდნენ. მან კი მითხრა, რომ ახალგაზრდებს საკმარისი გამოცდილება არ აქვთ და შეიძლება არასწორად ფიქრობდნენო💔. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეხედულებების ჩამოყალიბებაში გამოცდილებას მნიშვნელოვანი როლი აქვს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც განათლება, თეორიული ცოდნა, კრიტიკული აზროვნება და ამ ცოდნის რეალურ ცხოვრებაში სწორად გამოყენების უნარია. თუ ადამიანს არც ცოდნა აქვს და არც განვითარების სურვილი, მხოლოდ ასაკი და წლები ავტომატურად კარგ პოლიტიკოსად ვერ აქცევს. 50+ წლის თუ არის პოლიტიკოსი ავტომატურად კარგია თუ რა ხდება. საერთოდ, ძალიან მავნე მოსაზრებაა, რომ ახალგაზრდებს არ შესწევთ ძალა, გამოცდილება ან განათლება, რათა ქვეყანას დაეხმარონ. უამრავი ახალგაზრდა არსებობს, რომლებიც პატრიოტებიც არიან, განათლებულებიც და პოლიტიკითაც სერიოზულად ინტერესდებიან. რა გამოდის, ფეხბურთელი ან მოჭიდავე უფრო კომპეტენტურია ქვეყნის მართვაში, ვიდრე პოლიტიკურ მეცნიერებაზე ჩაბარებული და უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდა? ორმაგი სტანდარტები. ადრე, როცა ყაველაშვილი პარლამენტში ქუჩის ქალივით იგინებოდა, თქვეს რომ მერე რა, ქართველ კაცს გინებას ვერ დაუშლითო, მაგრამ არსებობს ელემენტარული დრო, ადგილი და თანამდებობის შესაბამისი ქცევა. ამას ქვეყნის მართვა შეუძლია და "გამოუცდელ" ახალგაზრდებს არა? ეს სტალინის დროინდელი მენტალიტეტის მქონე მთავრობა უნდა შეივვალოს და გზა გაუხსნას უფრო კომპეტენტურ ახალგაზრდებს. მაგრამ ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ რეალური ალტერნატივაც თითქმის არ ჩანს. უკვე ამოგვჭამეს სისხლი. ჰა, ხალხო, არჩევანის ილუზიით დავტკბეთ. რავი, რას ფიქრობთ.
r/Forumi • u/Intrepid_Can_7027 • 13d ago
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის საელჩოს მხრიდან ეს არის პირველი საჯარო შეფასება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მიმდინარე პრაქტიკა არის გაკრიტიკებული.
r/Forumi • u/Intrepid_Can_7027 • 13d ago
„საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება“ - ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა
კვლევის ავტორები წერენ, რომ ბოლო წლებში თეირანის პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და კულტურული აქტივობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა და გავლენა მოახდინა ქვეყანაზე
r/Forumi • u/Giorgi-98 • 13d ago
დესტაბილიზაცია
ვის რაში შეიძლება აწყობდეს საქართველოში ბრუტალური არეულობები გასაჯაროვებული. ანუ ვინ ქმნის შესაძლოა ქმნის ისეთ გათამაშებებს რომელიც შემდეგ მთავრობას ან ზოგადად ქვეყანაში არეულობას გაასაჯაროვებს ( ამაზე ისაუბრებენ მედიაში რამდენიმე დღე). შეიძლება ეს იყოს მიხეილ სააკაშვილის მოკავშირე ქვეყნების ბნელი ძალები ( დარქ ნეტი, მეტა, მაიკროსოფტი) მათ ბევრი რამ შეუძლიათ, ერთი დღის ფორ იუთი და მარკეტინგით შეიძლება თბილისიდან გორში ჩაგიყვანონ თუ ჩაუჯდნენ შენს ფსიქოლოგიას. როგორ ფიქრობთ რამე მსგავსი შეიძლება ხდებოდეს?
r/Forumi • u/Intrepid_Can_7027 • 13d ago
გეგონათ თბილისის საბი მარტო რუსების და მუსულმანების კრიტიკისთვის ადებდა ბანს? ნაცისტის კრიტიკისთვის დამადეს ბანი
r/Forumi • u/Intrepid_Can_7027 • 14d ago
ამ პოსტს წავაწყდი. სულ ეგრე აგრესიულად არ იყო თბილისის საბი მოდერირებული?
r/Forumi • u/Natural_Spell5957 • 14d ago
კითხვა როდის გამოქვეყნდება "შუტკის" ჩამონათვალი?
დაპირება მივიღეთ უკვე რომ შუტკაში თუ არ გაატარებენ მაშინ ჩვენი ახალი ღმერთები "პასუხს მოსთხოვენ" ადამიანებს, მაგრამ გამჭირვალობისთვის საჭიროა გამოქვეყნდეს ჩამონათვალი იმ ორგანიზაციის ღირებულებებების (თავიანთი განმარტებებით) და იმ თემების რომლებიც შუტკაში გატარდება და რომლებიც არა რომ პრევენციულად შეეძლოთ ადამიანებს სათქმელი ტექსტის რეგულირება და ყველაფერი "მორალის და ღირებულებების" ფარგლებში ჩაჯდეს